სამთო-სათხილამურო კურორტ გდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ტურისტული სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება კურორტი ზამთრის პირველ დღეებში.
გოდერძი აჭარის უნიკალურ კლიმატურ ზონაშია განთავსებული — შავი ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 100 კილომეტრში.
ტურისტული სეზონის გახსნა სტუმრებს აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ მიულოცა და იმ ოთხი ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებაც აცნობა, რომლებიც გოდერძიზე განხორციელდება.