შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ნივთმტკიცებად ამოიღეს ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დაკავებულს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0