ნანკა კალატოზიშვილი: ბარაბნიანი პისტოლეტებით დავრბოდი
„რომელ კაბებზეა ლაპარაკი, თოჯინაც არ მქონია ბავშვობაში. ერთხელ ერთმა ახლობელმა მაჩუქა თოჯინა და ბებიაჩემი ისეთი ბედნიერი იყო ორასი ფოტო გადამიღო მასთან ერთად. სულ ბარაბნიანი პისტოლეტებით დავრბოდი“, ამბობს კალატოზიშვილი.
კალატოზიშვილის თქმით, როცა სათამაშოების მაღაზიაში შედიოდა დედას ყოველთვის პისტოლეტების და სხვა სათამაშო იარაღის ყიდვას სთხოვდა, თუმცა ამას ნორმალურ მოვლენად არ მიიჩნევს.