ლუდომანებს ბაზრობებთან სათამაშო აპარატები აღარ დახვდებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტრო "დელისი"
მეტრო დელისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცხრა უკანონო სათამაშო აპარატი ამოიღეს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სათამაშო აპარატი ამოიღეს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში იყო განთავსებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ სათამაშო აპარატები განთავსებული იყო განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში — მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რომელიც აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატებისთვის არის საჭირო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით („ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობა"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0