ჯარის გადავადება 1000 ლარად, საფასური - ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუს-ის თანამშრომლებმა კრწანისის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი დააკავეს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის სახით 10 ათასი დოლარი: ზუგდიდში ჩინოვნიკი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ, 25 წლის ახალგაზრდას ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

„დაკავებულმა 8 დეკემბერს აღნიშნულ მოქალაქეს თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 11 დეკემბერს კი მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი- 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0