ჭიათურა საქორწინო მარათონის მოლოდინში - 70 საქორწინო კაბა პატრონს ელოდება

© FB / Tamari Chiburdanidzeპატარძლები ჭიათურის ქუჩაში
პატარძლები ჭიათურის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონებს, რომლებიც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტენ, აღნიშნული საქორწილო კაბები საჩუქრად გადაეცემათ

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ჭიათურაში დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება „მთა და ქორწინება" გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, რომლის მიზანიც დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა, მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი მოაწყვეს.

ღონისძიება ჭიათურის თეატრში დასრულდა, სადაც 3 ყველაზე ხანდაზმულსა და ახალდაქორწინებულს სამახსორვო საჩუქრები გადაეცათ.

© FB / Tamari Chiburdanidzeპატარძლების დეფილე ჭიათურაში
პატარძლების დეფილე ჭიათურაში - Sputnik საქართველო
პატარძლების დეფილე ჭიათურაში

ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალეტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ქართული ბრენდი — მარიგოლდის" ორგანიზებით გაიმართა.

„მარიგოლდის" ხელმძღვანელმა, თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, აღნიშნული საქორწილო კაბები საჩუქრად გადაეცემათ.

ყველა ახალი ამბავი
0