ახალგაზრდა ქართველმა ასტრონომებმა ტაილანდში ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს

© Ministry of Education and Science of Georgiaქართველი მოსწავლეები ოლიმპიადაზე ტაილანდში
ქართველი მოსწავლეები ოლიმპიადაზე ტაილანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადაში, რომელიც 2006 წლიდან იმართება, მსოფლიოს 45 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAA) საპატიო სიგელი მოიპოვეს. ოლიმპიადა ნოემბერში ტაილანდის კუნძულ ფუკეტში გაიმართა, აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოლიმპიადაში მსოფლიოს 45 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება სამი ტურისგან შედგებოდა: თეორიული, ანალიტიკური და სადამკვირვებლო.

საპატიო სიგელები მოიპოვეს ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლის მოსწავლე ზურაბ ჯაშმა და თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე სკოლის მოსწავლე გიორგი გრიგოლიამ.

ქართველ მოსწავლეთა გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეების შანსი – გამოცხადდა კონკურსი "ათასწლეულის ინოვაციები"

პრიზის მისაღებად უმნიშვნელო ქულები დააკლდა კიდევ ორ ქართველ მოსწავლეს — გიორგი პატაშურსა (კომაროვის სკოლა) და ლუკა ხიზანიშვილს (ვეკუას სახელობის სკოლა).

წარმატებულ მოსწავლეებს პრესტიჟულ ოლიმპიადაზე წასვლაში საქართველოს განათლების სამინისტრო და თბილისის მერია დაეხმარა.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა — ეს არის ყოველწლიური ღონისძიება მთელი მსოფლიოდან მაღალკვალიფიციური მოსწავლეებისთვის. ის ტაილანდში 2006 წელს დაარსდა და ინიცირებული იყო ხუთი ქვეყნის მიერ.

ოლიმპიადა ემსახურება ასტრონომიის გავრცელებას მაღალი კლასის მოსწავლეებში და საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდა ასტრონავტებს შორის მეგობრობის გამტკიცებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0