ავსტრიაში მომხდარმა აფეთქებამ ევროპა რუსული გაზის გარეშე დატოვა

© REUTERS / TOMAS HULIKСильный взрыв на газопроводе в Австрии
Сильный взрыв на газопроводе в Австрии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიაში მომხდარი საგანგებო სიტუაციის გამო იტალიაში, სლოვენიასა და უნგრეთში გამანაწილებელი ცენტრის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ავსტრიაში უმსხვილეს გაზგამანაწილებელ ცენტრში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე ევროპული ქვეყანა საწვავის მიწოდების გარეშე დარჩა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

აფეთქება მოხდა ბაუმგარტენში მდებარე გაზის ჰაბზე, სლოვაკეთის საზღვარზე, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი დაიწყო. წითელი ჯვრის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

სადგურის მუშაობა, რომელიც რუსულ გაზს იტალიაში, სლოვენიასა და უნგრეთში აწვდიდა, მთლიანად შეწყდა. როდის განახლდება ჰაბის მუშაობა, ჯერჯერობით უცნობია.

გაზსადენის გაფართოების სამუშაოები რუსთავთან ახლოს - Sputnik საქართველო
გაზი ევროპაში: საქართველოში გაზსადენის გაფართოების სამუშაოები დასრულდა

„დღეს ავსტრიაში გაზის ჰაბზე სერიოზული ინციდენტი მოხდა. ამასთან დაკავშირებით გაზის მიწოდების სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, უპირველეს ყოვლისა, ავსტრიულ მონაკვეთზე, რომლის გავლით რუსეთიდან მიწოდება ხორციელდება. რომ ყოფილიყო ამოქმედებული ტრანსადრიატიკული გაზსადენი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ მოგვიწევდა, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ“, — განაცხადა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კარლო კალენდამ რომში გამართული საჯარო ღონისძიებაზე.

რუსულმა კომპანია „გაზპრომ ექსპორტმა“ განაცხადა, რომ მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე და საწვავის ნაკადების გადამისამართებას ცდილობს, რათა ევროპის კლიენტი-ქვეყნები გაზით უზრუნველყოს. ავსტრიის გაზის კომპანიების მონაცემებით, ჯერჯერობით იმპორტული გაზის ადგილობრივით ჩანაცვლება იგეგმება.

ცენტრალურ-ევროპული გაზის ჰაბი, რომელიც ბაუმგარტენში ავსტრია-სლოვაკეთის საზღვარზე მდებარეობს — გაზით ვაჭრობის საერთაშორისო მოედანია, რომელიც ევროპაში უმსხვილესი გაზგამანაწილებელი ცენტრების სამეულში შედის. ბაუმგარტენის გაზის სადგურის გავლით დასავლეთ ევროპაში მიწოდებული რუსული გაზის დაახლებით ერთი მესამედი გადის. 


ყველა ახალი ამბავი
0