„ჭკვიანი“ სვიტერი Samsung-ისგან: დატენეთ სმარტფონები... ტანსაცმლით

© AP Photo / Ahn Young-joonОфис корпорации Samsung в Сеуле, Южная Корея
Офис корпорации Samsung в Сеуле, Южная Корея - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის ჩანაფიქრის თანახმად, სვიტერი, რომელშიც რამდენიმე პროცესორი იქნება მოთავსებული, ადამიანის ენერგიას მოძრაობისას ელექტრობად გარდაქმნის

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. კომპანია Samsung-მა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადი წარადგინა „ჭკვიანი“ სვიტერის პატენტზე, ნათქვამია ვებგვერდზე LetsGoDigital.

კომპანიის ჩანაფიქრის თანახმად, სვიტერი, რომელშიც რამდენიმე პროცესორი იქნება მოთავსებული,  ადამიანის ენერგიას მოძრაობისას ელექტრობად გარდაქმნის და დენის წყაროსთან მიუერთებლად დატენის გაჯეტებს. შესაბამისი აკუმულატორი, რომლის ზომებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის, წელის ქვედა ნაწილში მოთავსდება. თუმცა კომპანიის განაცხადიდან ირკვევა, რომ ეს მცირე სიმძლავრის ბატარეა იქნება.

​აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ასევე იგეგმება მსგავსი დამტენებით ფეხსაცმელების, ხელთათმანებისა და თავსაბურავების აღჭურვა.

გაჯეტების 2015 წლის IFA-ს გამოფენაზე კომპანია Samsung-მა ჭკვიანი სამოსის საკუთარი ბრენდი The HumanFit, სმარტ-კოსტიუმის მუშაობის კონცეფცია და ასევე ქალის სპეციალური ხელჩანთა წარმოადგინა, რომელშიც მზის ბატარეები იყო განთავსებული. ხოლო 2016 წელს გამოფენაზე CES „ჭკვიანი“ ქამარი გაიტანა, რომელიც ასვე  სმარტფონთან იყო მიერთებული.

როგორც მოსალოდნელია, „სამსუნგი“ თავის ახალ პროექტს CES 2018-ზე წარმოადგენს, რომელიც იანვარში ჩატარდება ლას-ვეგასში.

ყველა ახალი ამბავი
0