„მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია გარკვეულ დანაშაულებში და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, რომ ის წარდგეს სასამართლოს წინაშე“- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 5 დეკემბერს დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.
მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება.
სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართოს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა