2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე
2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა

„2018 წელს მუშაობა დაიწყება თბილისი სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების, სამარშრუტო ქსელის დახვეწა“ — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით,  წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ბიუჯეტის პროექტში, წარმოდგენილია, ორი ახალი მუნიციპალური პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით, ეს არის — ღვიძლის ტრანსპლანტაციის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამები.

2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოში განსახილველად უკვე გადააგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0