თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში, მანჰეტენის უდიდეს ავტოსადგურზე მომხდარი აფეთქების თაობაზე უკვე ეცნობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ამ დროისათვის მიმდინარეობს მეტროსადგურის სამი ტოტიდან მგზავრების ევაკუაცია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ WABC-ზე დაყრდნობით.
WABC-ის მონაცემებით, არიან დაშავებულები.
პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისათვის აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი და ასევე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობები.
„დაკავებულია ერთი ადამიანი. ამ დროისათვის ვიცით ერთი დაჭრილის შესახებ“, — აღნიშნეს ქალაქის პოლიციაში.
ტელეარხი BBC ონლაინ რეჟიმში გადასცემდა რეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან.