ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები სკანდალის ფონზე მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება ამოიწურა, ორგანიზაციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, თუმცა არჩევნებიოს შედეგები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოუწოდებს კოლეგებს გაირიცხოს ადვოკატი დავით ლანჩავა, რომელმაც, მისი თქმით, ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნების პროცესის ჩაშლას ცდილობდა.

შაბათს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი ადვოკატი დავით ლანჩავა იყო. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდება. ხატიაშვილი ამტკიცებს, რომ არჩევნების დღეს ლანჩავა კენჭისყრის დარბაზში შევარდა და ყვიროდა, რომ მალე შუქს გათიშავენ, რათა კენჭისყრის შედეგები გაეყალბებინა.

„დავით ლანჩავა, ჩემი შეფასებით, უნდა მოკვეთილი იყოს ადვოკატთა კორპუსიდან, რომელიც ცდილობდა არჩევნების პროცესის ჩაშლას. აუცილებლად ვაპირებ შევხვდე ყველა ადვოკატს, დავიწყო შეხვედრები, ვაჩვენო კადრები ლანჩავა რას აკეთებდა და ჩვენ ყველამ დავით ლანჩავა უნდა მოვკვეთოთ ადვოკატთა კორპუსიდან. ეს არის ადვოკატთა სირცხვილი“, — განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა Rustavi2-თან ინტერვიუში.

ხატიაშვილის თქმით, იმ დროს დარბაზში დაცვა რომ არ ყოფილიყო, არჩევნები ჩაიშლებოდა.

თბილისის ხედები - Sputnik საქართველო
არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში და მეორე ტურის მოლოდინი

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კოლეგების მხრიდან კრიტიკა ხატიაშვილმაც არაერთხელ დაიმსახურა. ადვოკატების ნაწილი ადანაშაულებდა მას სიმპატიებში ასოციაციის საერთაშორისო მდივან დავით ასათიანის მიმართ და აღნიშნავდა, რომ ის ცდილობს ასათიანი თავმჯდომარედ გახადოს. ხატიაშვილმა ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ასათიანისა და ლანჩავას გარდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში კიდევ 10 ადვოკატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ასათიანმა 1 128 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია, რომელმაც 632 ხმა მიიღო, ხოლო მესამე ადგილი 160 ხმით ლანჩავამ დაიკავა.

თავმჯდომარის გარდა, შაბათს ადვოკატები ეთიკისა და რევიზიის კომისიის აღმასრულებელი საბჭოს წევრებსაც ირჩევდნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2006 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. 2009 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს მისი პირველი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, 2013 წელს კი ის მეორე ვადით აირჩიეს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0