ბათუმში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა და შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.