ორი ყაჩაღობა საბურთალოზე: ბრალდებულმა იარაღად შუშის გატეხილი ბოთლი გამოიყენა

© Pixabay / 3839153ბრალდებულის დაკავება
ბრალდებულის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ერთ დღეს ნუცუბიძის ქუჩაზე, მეორე დღეს კი ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაძარცვა ყაჩაღურად

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
თბილისში კაფე „ანტრე“ გაქურდეს

შსს-ს ცნობით, ამჟამად დაკავებული ახალგაზრდა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიდა, მოლარეს შუშის გატეხილი ბოთლის მუქარით გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა. მეორე დღეს, 9 დეკემბერს იგივე პირი ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში დაესხა თავს მოლარეს, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან ისევ მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული 10 დეკემბერს მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე მუხლით (არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობა), რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0