თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მის გათავისუფლებისა და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს ატარებენ, იუწყება РИА Новости.
მომიტინგეებმა გაიარეს მარშით ტარას შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნის მიმართულებით, სადაც დამონტაჟებულია სცენა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის განხცადებით, დარღვევები ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.
В Киеве проходит марш за импичмент президенту (фото, видео).
— Наш Киев (@nashkiev) 10 декабря 2017 г.
Читайте на сайте → https://t.co/HkjVS83fCE pic.twitter.com/Rnwkne1VPi
მარშზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა: მაშინ, როდესაც მოედანზე მიტინგი უკვე დაიწყებული იყო, კოლონის ბოლო მხოლოდ კრეშჩატიკის ქუჩის შუამდე იყო მისული.
სცენაზე იმყოფებიან სააკაშვილის პარტიის „ახალი ზალების მოძრაობის“ წარმომაგენლები და უმაღლესი რადის დეპუტატები, რომლებიც პროტესტს მხარს უჭერენ, და პოლიტიკოსის მეუღლე, სანდრა რულოვსი.
მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, სანდრა რულოვსი, მისი სპიკერი, საჯარო წარმომადგენელი გახდა. მან მიტინგზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა.
"ჩვენ ბევრნი ვართ და ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვყავს დიდი ოპოზიციური ძალა. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. ახლა ძალიან ძნელია, როცა მიშა არ არის, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ მისი სიტყვები — „როცა ისინი მე დამიჭერენ, აუცილებლად გააგრძელეთ, რადგან უკრაინას უნდა ცვლილებები, უკრაინა უნდა გახდეს საუკეთესო ქვეყანა და ეს შესაძლებელია", — განაცხადა რულოვსმა.
5 დეკემბერს სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.
მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება. სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართოს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.