თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© FB / Tbilisi City Hallსაახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საახალწლო მზადება გრძელდება - სადღესასწაულო განათებაზე 3 მილიონი ლარია გამოყოფილი

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო განატების მონტაჟის გამო, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო.

კერძოდ, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

ჯამბაზები საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ საახალწლოდ თბილისში: პროგრამა

 ხოლო 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე.

2016 წელს საახალწლო განათებებზე 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა. თუმცა, თბილისელების უმეტესობა უკმაყოფილო იყო ქალაქის გაფორმებით და მერიას უგემოვნობაში ადანაშაულებდა.

წელს  საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე თბილისის მერიამ 3 მლნ ლარი გამოყო. ახალი ილუმინაცია, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებს გაალამაზებს, იტალიიდან ჩამოიტანეს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, უკვე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 კონსტრუქცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0