თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევში კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სახურავი დაიწვა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ხანძარი ამ დროისთვის მთლიანად ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა დილით მოხდა მანჯგალაძის ქუჩაზე. ცეცხლს 8 სახანძრო მანქანა და 40 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.