რა ვითარებაში იმყოფება კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი - ადვოკატი

© AFP 2024 / Sergei SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს გვიან ღამით დააკავეს.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იზოლატორის საკანში მარტო იმყოფება, ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა, — იუწყება РИА Новости.

„იქ არის მორიგე ექიმი. ზოგადად მიხეილი თავს ნორმალურად გრძნობს. მას მეტნაკლებად ნორმალური პირობები შესთავაზეს, საკანში მარტო იქნება. დღეს სავარაუდოდ მასთან ვერ მოვხვდებით, მაგრამ პირადი ნივთების გადაცემას შევეცდებით“, — განაცხადა ადვოკატმა.

კიევი. დამოუკიდებლობის სტელა - Sputnik საქართველო
ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, განცხადებას ავრცელებს

5 დეკემბერს სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.

მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა კარვების ქალაქს მიაკითხეს, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. მისმა მომხრეებმა იქაც შეძლეს მათი მოგერიება. სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება მხოლოდ პარასკევს გვიან ღამით შეძლეს. ის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მისი შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართოს. პოლიტიკოსმა იზოლატორში უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0