სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვა ვრცელდება

© AP Photo / Evgeniy Maloletkaსააკაშვილის დაკავება
სააკაშვილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ მისი ხელით უკრაინულ ენაზე დაწერილი მიმართვა გამოქვეყნდა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ დროისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, კიევის იზოლატორშია გადაყვანილი, საკუთარ „ფეისბუქზე“ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, უშიშრად გავიდნენ საპროტესტო აქციებზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.

„ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და თავნებობისგან“, — წერს დაპატიმრებული პოლიტიკოსი.

მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, გვიან ღამით დააკავეს კიევში ყოფილი პოლიციელის ბინაში, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო გადაყვანილი კარვების ქალაქიდან.

ყველა ახალი ამბავი
0