სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქე მართავდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ქვეითად მოსიარულე, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.

ავარია თბილისი-ბათუმის გზაზე - Sputnik საქართველო
ავარია თბილისი-ბათუმის გზაზე: ექვსტონიანი ამწე ავტომაგისტრალზე გადაყირავდა

გავრცლებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ავტომობილს საფრანგეთის მოქალაქე მართავდა. აღნიშნული ინფორმაცია "Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს („ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“).


ყველა ახალი ამბავი
0