თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, წერს უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საკუთარ Facebook-გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კიევში კარვების ქალაქზე მორიგი შეტევა ნახევარი საათის წინ მიიტანეს და სააკაშვილი დააკავეს.
„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე და დააკავეს. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. დაპირებისამებრ, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, ძალისმიერი ქმედებებისა და სისხლის თავიდან ასაცილებლად“, — წერს ლუცენკო.
გენერალური პროკურორის განცხადებით, იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.
ამ დროისთვის უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.