თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ვარკეთილში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია. მომხდარის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს („ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.