თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ვანში ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე ადიდდა მდინარე ჭიშურა, რის გამო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდთან დამაკავშირებელ ხიდს საძირკველი ნაწილობრივ გამოეცალა.
„მეორე დღეა, გადაუღებლად წვიმს. ადიდდა მდინარე ჭიშურა, რომელმაც დააზიანა სოფელ გადიდში მიმავალი ხიდი. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის არ არის, თუმცა, სოფელთთან დაკავშირება სხვა ალტერნატიული გზითაა შესაძლებელი“, — განაცხადა გოგორიშვილმა.
© FB / Vani Municipality მდინარე ჭიშურაზე წყალდიდობამ ხიდი დაანგრია
მდინარე ჭიშურაზე წყალდიდობამ ხიდი დაანგრია
ვანის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.