ავსტრალიის კიმბერლის ოლქში გადაღებულმა ელვისა და ჭექა-ქუხილის ამსახველმა ვიდეომ, რომელიც YouTube-ზე გაავრცელა ჯეფ გრინმა, ინტერნეტ-მომხმარებლების საოცარი რეაქცია გამოიწვია.
ზოგ იუზერს ვიდეომ გაახსენა კადრები ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებელი“, ზოგს კი კომპიუტერული თამაშები.
„უცხოპლანეტელებს დისკოთეკა აქვთ“, — დაწერა იუზერმა სახელად BooAdmin.