თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ფეხბურთში ახალგაზრდულ (19-წლამდელთა) ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 2019 წელს თბილისში გაიმართება.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ხუთშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგების თანახმად, საქართველოს ნაკრები (U-19) ისრაელის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის გუნდებთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები თბილისში 2018 წლის 14, 17 და 20 ნოემბერს გაიმართება.
ევრო-2019-ის (U-19) საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობს 13 ჯგუფად დაყოფილი 52 ევროპული ნაკრები. თითოეული ჯგუფის მატჩები ჯგუფში შესული ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. ელიტ-რაუნდში გადავლენ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სომხეთში გაიმართება 2019 წლის ზაფხულში.
ანალოგიური ტურნირი საქართველოში 2017 წელს გაიმართა. ევროპის ჩემპიონი მაშინ ინგლისის ნაკრები გახდა.