თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2018 წლის 15 იანვარს განახლდება.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.