გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველი
რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.

ამ დროისთვის გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები.

ყველა ახალი ამბავი
0