ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც სექსუალურ ორიენტაციაზე აგებს პასუხს

© photo: Sputnik / Mikhail Kireev / გადასვლა მედიაბანკშიმოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია
მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტში 1230 ჰეტეროსექსუალი და 1077 ჰომოსექსუალი ჩართეს, რომლებზე დაკვირვებამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა მათ ახალი აღმოჩენისკენ.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩენილია გენეტიკური მარკერები, რომლებიც მამაკაცებს ჰომოსექსუალური კავშირებისკენ უბიძგებს. კვლევების შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports.

ონკანის წყალი - Sputnik საქართველო
ონკანის წყალი VS ბოთლის ფილტრირებული წყალი - ამერიკელი მეცნიერების სკანდალური დასკვნა

ექსპერიმენტში 1230 ჰეტეროსექსუალი და 1077 ჰომოსექსუალი მონაწილეობდა, რომლებიც საკუთარ ორიენტაციას თავშივე აფიქსირებდნენ ანკეტებში.

ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჰომოსექსუალი თუ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ატარებენ გენების არაკოდირებადი ფრაგმენტების სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც ტვინის განვითარებასა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან არის კავშირში.

ერთ-ერთი ამ ფრაგმენტთაგანი მე-13 ქრომოსომაზე მდებარეობს SLITRK5 და SLITRK6 გენებს შორის. ის შუა ტვინში ექსპრესირდება (ანუ გარდაქმნის გენის მემკვიდრეობით ინფორმაციას რიბონუკლეინის მჟავად ან ცილად) და შემდეგ 

მოსკოვის მარათონი 2015 - Sputnik საქართველო
მშვიდობით, სიქაჩლევ: მეცნიერებმა გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს
მისი ზომა განსაზღვრავს მამაკაცის სექსუალურ პრიორიტეტებს.

კიდევ ერთი მარკერი TSHR გენის მე-14 ქრომოსომაში აღმოაჩინეს. ეს გენეტიკური ვარიანტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას. გამომდინარე აქედან, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ჰომოსექსუალობა, შესაძლოა, სწორედ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან იყო დაკავშირებული.

ყველა ახალი ამბავი
0