ფარჩუკიძე: სულ მქონდა ფიქრად, ნატვრად, ოცნებად, რომ კაპელა აღმედგინა

© FB / Maka Choxeliთბილისის ბიჭუნათა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე
თბილისის ბიჭუნათა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების №1 სკოლის დირექტორი გელა ფარჩუკიძე საუბრობს იმაზე, როგორ შეიქმნა თბილისის ბიჭუნათა კაპელა.
ფარჩუკიძე: სულ მქონდა ფიქრად, ნატვრად, ოცნებად, რომ კაპელა აღმედგინა

„ეს კაპელა არის აღდგენილი ვარიანტი იმ დიდი კაპელისა, რომელიც მე დიდ მაესტროსთან, ბატონ ჯანო კახიძესთან ერთად ჩამოვაყალიბე დაახლოებით 18 წლის წინ. მაესტროს გარდაცვალების შემდეგ იმ შენობაში დიდი რემონტი დაიწყო, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. სარეპეტიციო სივრცე აღარ გვქონდა და ამასობაში ეს ბავშვებიც წამოიზარდნენ. მთელი ამ წლების განმავლობაში სულ მქონდა ფიქრად, ნატვრად, ოცნებად, რომ კაპელა აღმედგინა“, – ამბობს გელა ფარჩუკიძე.

პროექტ „ნიჭიერში“ თბილისის ბიჭუნათა კაპელის გამოჩენას დიდი აღფრთოვანება და აღტაცება მოჰყვა. 83 ბავშვისგან შემდგარ კაპელას ჟიურისა და მაყურებელის მოხიბლვა არ გასჭირვებია. მათ 4 დეკემბერს „ნიჭიერის“ სცენაზე Bohemian Rhapsody-ის შესრულებით ნამდვილი ფურორი მოახდინეს.

ყველა ახალი ამბავი
0