თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სლოვენიურმა კრიპტოვალუტურმა კომპანია NiceHash-მა 63,92 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინები იზარალა ჰაკერული შეტევის გამო.
„ეს მაღალი დონის პროფესიონალური შეტევა იყო რთული სოციალური ინჟინერიით“, — განუცხადა NiceHash-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი შკრაბამ Reuters-ს.
სულ NiceHash-მა 4700 ბიტკოინი დაკარგა, რის შემდეგაც 24 საათით გაჩერებული ჰქონდა ფუნქციონირება.
კომპანიაში განაცხადეს, რომ უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველ ორგანოებს. NiceHash-ში პირობა დადეს, რომ სერვისის დაცვასა და უსაფრთხოებას კიდევ უფრო დახვეწენ, პარალელურად კი მომხმარებლებს პაროლების გამოცვლას ურჩევენ.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების ღირებულებამ ბოლო დღეებში რეკორდული ნახტომი გააკეთა და ამ დროისათვის ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარია.