ბეგაშვილი: მაშინ უკვე ქალი აღარ ვარ და კედელივით ვხდები
„როცა ჩემს შვილს აქვს პრობლემა, იმ დროს კაცივით ვარ. მაშინ უკვე ქალი აღარ ვარ და კედელივით ვხდები. რა თქმა უნდა, ჩემი სისუსტეები მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ ძლიერი ვარ“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი.
ცნობილი ტელეწამყვანის თქმით, ის სხვის დასანახად ვერასდროს ითამაშებს ძლიერი ან სუსტი ქალის როლს. არის შემთხვევები, როცა მის ხასიათში სისუსტეები იჩენს თავს, თუმცა საბოლოო ჯამში თავს მაინც ძლიერ ქალად მიიჩნევს.