ამინდი უქმეებზე: სინოპტიკოსების პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი - ქალაქისა და ტელეანძის ხედი
თბილისი - ქალაქისა და ტელეანძის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე ქარი იქროლებს, ზოგიერთ რაიონში მოთოვს, ხოლო ღამით სინოპტიკოსები ყინვას ვარაუდობენ

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უქმეებზე სინოპტიკოსები მცირე ნალექს ვარაუდობენ, ზოგიერთ რაიონში მოთოვს.

შაბათი, 9 დეკემბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია თოვლი, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0 — პლუს 5 გრადუსი, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 10-5 გრადუსი, დღისით — მინუს 1 — პლუს 4.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0 — პლუს 5 გრადუსი, დღისით — 5-10 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 12-7 გრადუსი, დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება პლუს 3 გრადუსი, დღისით — პლუს 7.

კვირა, 10 დეკემბერი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით კი ღრუბლიანობის მომატება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში ქარის ძალა წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი წამში 10-15 მეტრს შეადგეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 2-5 გრადუსი, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 11-6 გრადუსი, დღისით — პლუს 2-7.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, დღისით — 5-10 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 11-6 გრადუსი, დღისით — პლუს 1-6.

თბილისში ძირითადად უნალექო და დროგამოშვებით მოღრუბლული ამინდი და ნისლი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს. ღამით მოსალოდნელია 0 გრადუსი, დღისით — პლუს 8.


ყველა ახალი ამბავი
0