თბილისი, 7 დეკემბერი —Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავრომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ოთხშაბათს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ამჟამად დარიალის ხეობაში, გზის 134-135-ე კილომეტრზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.
სატრანსპორტო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ დღეისათის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარია, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს.
ხატია გიგოლაშვილი