სახურავზე ძალიან ციოდა: სააკაშვილი ავად გახდა

© REUTERS / Serhii NuzhnenkoМихаил Саакашвили на крыше своего дома в Киеве
Михаил Саакашвили на крыше своего дома в Киеве - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს ჯერ კიდევ გუშინ, საჯარო გამოსვლებისას ეტყობოდა, რომ გაციებული იყო. მას თბილი შარფი ეკეთა და ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაცივდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პოლიტიკოსის ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკიზე დაყრდნობით.

„ის სახურავზე გაცივდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხმა წაუვიდა. გუშინ დილით ძალიან ცუდად იყო. გვაქვს ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი“, — თქვა ჩერნოლუცკიმ.

РИА Новости-ს ინფორმაციით, სააკაშვილს ჯერ კიდევ გუშინ, საჯარო გამოსვლებისას ეტყობოდა, რომ გაციებული იყო. მას თბილი შარფი ეკეთა და ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი.

პოლიტიკოსი დღეს დილით კარვების ქალაქში არ გამოჩენილა. სააგენტომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა სააკაშვილის პარტიის პრესსამსახურთან დაკავშირება, რათა მათი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0