პრემიერი: იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება სენსიტიური თემაა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშიიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერს არ მოეწონა მიმართვის ფორმა დეპუტატისა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების მოწოდებით გამოვიდა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხზე ამ საკითხის განხილვისა და რეგიონში რისკების გათვალისწინებით მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. ტრამპის გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოწოდებით საქართველოს პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა მიმართა.

„მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა. აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას სახელმწიფო მსჯელობის შემდეგ დააფიქსირებს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
აშშ აღიარებს: ტრამპი იერუსალიმს ოფიციალურად გამოაცხადებს ისრაელის დედაქალაქად

მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

დეპუტატმა შალელაშვილმა წერილში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

შეტაკებები იერუსალიმში - Sputnik საქართველო
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას შეტაკებები მოჰყვა - პირდაპირი ეთერი

„დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას", — აღნიშნულია დეპუტატის ღია წერილში.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მათ იერუსალიმში საელჩოსთვის შესაბამისი შენობა ჯერჯერობით შერჩეული არა აქვთ, ამიტომ თელ-ავივიდან გადასვლას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

აშშ-ის კონგრესმა კანონი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესრულება გაჭიანურდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0