თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ჩელიაბინსკელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ბოიფრენდის რჩევით, ახალშობილის უნიტაზში ჩარეცხვა სცადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 15 წლის გოგონა სტუმრად იმყოფებოდა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ თავის 18 წლის ბოიფრენდთან, სადაც მშობირობა დაეწყო კიდეც. წყვილმა, ახალშობილის თავიდან მოშორების მიზნით, სცადა, უნიტაზში ჩაეტენა 2,9 კგ წონის ბავშვი, რომელიც ხმამაღლა ტიროდა. ხმაურზე ტუალეტში ბიჭის დედა შევიდა, რომელმაც შვილსა და მის მეგობარ არასრულწლოვან გოგონას წინააღმდეგობა გაუწია, მერე კი სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში РИА Новости-ს ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მელოგინე 15 წლის გოგონა ამ დროისათვის ტროიცკის სამშობიაროაშია გადაყვანილი. ხოლო ახალშობილი ჩელიაბინსკის საოლქო ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს სხეულის გადაციების დიაგნოზით.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამ დროისათვის მოწმდება საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი.