სოფო ბედია: მე თუ მიშა მესხს გავშორდი იქნება ჩემი ბრალი
„დღეს უფრო დაღვინებულები, მშვიდები, გაწონასწორებულები ვართ. ფეხდაფეხ მივყვებით ერთმანეთის ცხოვრების რიტმს. ოდესმე, თუ მე მიშა მესხს გავშორდი, იქნება ჩემი ბრალი, რადგან ბევრად კარგი ქმარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა“, – ამბობს მომღერალი.
სოფო ბედია და მისი მეუღლე მიშა მესხი 2015 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ერთმანეთი სამების საკათედრო ტაძარში გაიცნო.