თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ფოთში, მალთაყვის უბანში, ზღვისპირა ზოლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს — გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუშია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯმა თავი მოიკლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში. იგი 33 წლის გახლდათ. გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.