მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა: პოლიციამ კარვების ქალაქი გაჩხრიკა

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილის ძებნა პოლიციისა და უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ქვედანაყოფებს დაევალათ.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა, განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პრეს-მდივანმა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე შემდეგი განცხადება განათავსა:

„სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული… რაც ეროვნული პოლიციისა და უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ქვედანაყოფებს დაევალათ“.

​მოგვიანებით უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ სააკაშვილზე გამოცხადებული ძებნის ღონისძიებების ფარგლებში უმაღლესი რადის მიმდებარედ განლაგებულ კარვების ქალაქში დილით ჩხრეკა ჩატარდა, მაგრამ პოლიტიკოსი კარვებში არ აღმოჩნდა.

სამართალდამცველების თქმით, სააკაშვილის მომხრეებმა პოლიციას პროვოკაციები მოუწყვეს, მაგრამ არავინ დაუკავებიათ. თუმცა მანამდე მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ დილით უცნობი პირები მის მომხრეებს თავს დაესხნენ და სცემეს ისინი.

ამჟამად რადასთან კვლავ რჩებიან პოლიციის გაძლიერებული რაზმები.

ყველა ახალი ამბავი
0