„ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 7-10 დეკემბერს

© photo: Sputnik / Нази Жоржолианиთბილისის კინოთეატრი
თბილისის კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო განწყობა მილა კუნისთან ერთად, დეტექტივის თამაში და მკვლელის დევნა, ახალი დრამის რთული ბედ-იღბლის მქონე მთავრი გმირის თანაგრძნობა – „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ თბილისური კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

7 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„სიკვდილის დღეს გილოცავ“ (Happy Death Day) – რეჟისორ კრისტოფერ ლენდონის ამერიკული ტრილერი, ჰორორი და დეტექტივი კომედიის ელემენტებით. მთავარ როლებში — ჯესიკა როთი, იზრაელ ბრუსარი, რუბი მოდინი, ლაურა კლიფტონი, რეიჩელ მეთიუსი, ჩარლს აიტკენი. კოლეჯის პოპულარული სტუდენტი გოგონა თავის დაბადების დღეზე ყველას წვეულებაზე მოიწვევს. მაგრამ საღამო ტრაგიკულად მთავრდება — მას თოჯინის ნიღაბში გამოწყობილი ადამიანი მოკლავს. მეორე დილით, თითქოსდა არაფერი მომხდარა, ის თავის დაბადების დღეს კვლავ თავის საწოლში იღვიძებს. ავადსახსენებელი დღის მოვლენები ყოველდღე მეორდება, და ყოველ ჯერზე მას სხვადასხვა ხერხით კლავენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველანაირად ცდილობს გადარჩეს. ის მკვლელის ვინაობას შეიტყობს… შეძლებს თუ არა ის დროის სახრჩობელას მანამდე დააღწიოს თავი, სანამ ფილმი დასრულდება? 

„ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“ (A Bad Mom's Christmas) – რეჟისორ სკოტ მურის და ჯონ ლუკასის ამერიკული სათავგადასავლო კომედია. მთავარ როლებში — მილა კუნისი, კრისტენ ბელი, კეტრინ ჰანი, კრისტინ ბარანსკი, სუზან სარანდონი, შერილ ჰაინსი. ახალი წელი შეუმჩნევლად მოახლოვდება. ფილმის გმირებმა უნდა მოასწრონ შეიძინონ საჩუქრები, მორთონ სახლი, მოიმარაგონ საჭმელი და არდადეგებზე დასვენება. მაგრამ მთავარ გმირებთან სტუმრად ერთდროულად მათი დედები ჩამოდიან, რომლებიც საახალწლო სამზადისს თავად ჩაუდგებიან სათავეში. რით დასრულდება ეს ყველაფერი, 7 დეკემბერს შეიტყობთ.

„მხოლოდ შენ გხედავ“  (All I See Is You) — რეჟისორ მარკ ფორსტერის ამერიკული და ტაილანდური დრამა დეტექტივის ელემენტებით. მთავარ როლებში — ბლეიკ ლაივლი, ჯეისონ კლარკი, ანა ორაილი, ივონ სტრახოვსკი, მიკელ ფერნანდესი. ფილმი საშინელი მოვლენით იწყება — ავტოკატასტროფაში მოხვედრილმა მთავარმა გმირმა, რომლის როლს ბლეიკ ლაივლი ასრულებს, დაკარგა მხედველობა და საავადმყოფოში ხანგრძლივ მკურნალობას გადის. მას მისი შეყვარებული უვლის, რომლის როლს ჯეისონ კლარკი ასრულებს. გარკვეული დროის შემდეგ მთავარი გმირი შეიტყობს, რომ მხედველობის დაბრუნებას ოპერაციის შემდეგ შეძლებს. ის თანხმდება და ოპერაციის შედეგად კვლავ გარე სამყაროთი ტკბება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისთვის მიუწვდომელი იყო. მაგრამ მისი ქმარი უცნაურად იქცევა, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის კვლავ მასზე დამოკიდებული გახდეს. რისი მიღწევა სურს მას, რით დასრულდება ფილმი?

საინტერესო ფაქტი: გადაღებების დროს ბლეიკ ლაივლი სპეციალურ ლინზებსა და სათვალეებს იკეთებდა. ასე ის თითქმის ვერაფერს ხედავდა. გარკვეული დროის შემდეგ გადამღები ჯგუფის ზოგიერთ წევრს ის უკვე სუნით ცნობდა. 

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ენდი სერკისის ბრიტანული მელოდრამა  „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

 ასევე თბილისის კინოთეატრებში — ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2), ფსიქოლოგიური ტრილერი „სიკვდილის ზღვარზე“ (Flatliners) და ბრიტანული კრიმინალური ტრილერი „თოვლის კაცი“ (The Snowman), ფანტასტიკურ–სათავგადასავლო ბოევიკი „სამართლიანობის ლიგა“, ამერიკული საოჯახო დრამა „საოცრება“, ამერიკული კომედიური დეტექტივი „სუბურბიკონი“, კრიმინალური დრამა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok) და გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმი „ხიბულა“.

მულტფილმები ბავშვებისთვის:  კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და მულტფილმი-ფენტეზი „პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0