რეჟისორმა ლიუკ ბერჟერონმა 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდში ყველაზე პოპულარული 314 ვიდეორგოლის ფრაგმენტებს ერთ ვიდეოში მოუყარა თავი და YouTube-ზე ატვირთა.
რვაწუთიან ვიდეოში სხვადასხვა სიუჟეტი მოხვდა: ექსტრემალური ტრიუკები, ეფექტური ცეკვები, ხელის თხოვნა და სხვა ისეთი სცენები, რომლებმაც მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
ბერჟერონის თქმით, ვიდეორგოლის დამზადებაზე 280 საათი დაიხარჯა. საინტერესო რგოლის მოსაძებნად რეჟისორს კვირაში 40 საათი სჭირდებოდა.