ვიდეორეპორტაჟი სახურავიდან: თვითმხილველი სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტ-მომხმარებელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სახლის სახურავზე სააკაშვილის გადაყვანის მომენტს ასახავს.

თბილისი,  5 დეკემბერი — Sputnik. ინტერნეტ-მომხმარებელი რომან რიაბჩუკი „ტვიტერის“ საკუთარ აკაუნტზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახლის სახურავზე დაკავების მომენტს ასახავს.

​მიხელ სააკაშვილი იმ 8-სართულიანი შენობის სახურავზე, რომელშიც მისი ბინა მდებარეობდა, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად უკრაინის გენპროკურატურისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ. პოლიტიკოსი გადმოხტომით იმუქრებოდა, თუ მისთვის ხელის ხლებას შეეცდებოდნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს.

ყველა ახალი ამბავი
0