კობა გვენეტაძე: ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკისთვის 3 % შეადგენს
„2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობის ფასები 43%-ით გაიზარდა, ეს არის ის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადმოეცემა“, — განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე მცირდება და ის შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი იქნება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას კი განეკუთვნება ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა.