ფარულავა: პირველად კონსერვატორიაში დავინახე, მეგობრებთან ერთად იყო და ავეკიდე

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემა „ნანუკას შოუში“ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა და მათ მეგობრობაზე ისაუბრა.
ფარულავა: პირველად კონსერვატორიაში დავინახე, მეგობრებთან ერთად იყო და ავეკიდე

„პატარაობაში ვგიჟდებოდი ლიკაზე. თუ სადმე იყო ლიკას ფოტო, ჟურნალებსა თუ გაზეთებში, ყველა ამოჭრილი მქონდა. ლიკა პირველად კონსერვატორიაში დავინახე, მეგობრებთან ერთად იყო და, რასაც ჰქვია, „ავეკიდე“. სადაც წავიდოდა უკან დავდევდი“, — იხსენებს ია ფარულავა.

ფარულავას განცხადებით, თავიდან მას ლიკა ქავჟარაძესთან მისვლა და გაცნობა ეუხერხულებოდა, ამიტომ ჩუმად დაჰყვებოდა უკან. თუმცა, წლების შემდეგ მათ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ფარულავას თქმით, ლიკა ბევრს იცინოდა ამ ამბავზე.

ყველა ახალი ამბავი
0