როგორ უნდა დაიბრუნოთ მარიხუანის მოხმარების მიზეზით ჩამორთმეული მართვის მოწმობა

გამოწერა
მარიხუანის მოხმარების გამო გასამართლებულ მოქალაქეებს ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში შეუძლიათ, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
როგორ უნდა დაიბრუნოთ მარიხუანას მოხმარების მიზეზით ჩამორთმეული მართვის მოწმობა

„მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანებს მთელ რიგ უფლებებს ართმევდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ავტომობილის მართვის უფლება იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ამ ბრალდებით ნასამართლეობის მოხსნა შესაძლებელი ხდება“, – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნორმა შეუსაბამოდ ჩათვალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა სისხლის სამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით, რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

ყველა ახალი ამბავი
0