რამ გამოიწვია ნოემბერში 1,1%-იანი ინფლაცია წინა თვესთან შედარებით?

© FB / Paata Shesheliszeპაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი.
პაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ქვეყანას ზრდის 4%-იან მაჩვენებელზე აქვს პრეტენზია, ნოემბერში ინფლაციის დონის 1,1%-ით ზრდა წინა თვესთან შედარებით ძალიან ბევრია, მიაჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს" პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს.
რამ გამოიწვია ნოემბერში 1,1 %-იანი ინფლაცია წინა თვესთან შედარებით

„ეს გამოწვეულია მონეტარული ექსპანსიით, რომელსაც ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ და რომელიც ფულის მასის ზრდას და საკრედიტო რესურსების ხელოვნურად გაბერვას გულისხმობს", — განუცხადა პაატა შეშელიძემ „Sputnik–საქართველოს".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9 პროცენტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0