ყოფილ პატიმარზე გადაღებულ ლევან კოღუაშვილის ფილმს რუსეთში აჩვენებენ

© Courtesy of Levan Koguashviliკადრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმიდან „გოგიტა. ახალი ცხოვრება“
კადრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმიდან „გოგიტა. ახალი ცხოვრება“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მაყურებელი ნახავს დოკუმენტურ ისტორიას მამაკაცის შესახებ, რომელმაც ციხე მოიხადა და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, გახმაურებული ფილმების „შემთხვევითი პაემნებისა“ და „ქუჩის დღეების“ ავტორის ლევან კოღუაშვილის ახალ ნამუშევარს, დოკუმენტურ ფილმს „გოგიტა. ახალი ცხოვრება“ რუსეთში აჩვენებენ.

სურათის პრემიერა 7 დეკემბერს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. რუსულ გაქირავებაში ქართულ ფილმს წარადგენს კინოკომპანია Москвич, პროექტ Мания кино-ს მხარდაჭერით.

ფილმს აჩვენებენ მოსკოვის რამდენიმე კინოთეატრში: Пять звезд на Новокузнецкой, Пионер, Москва, კინოკლუბ Фитиль-ში და დოკუმენტური კინოს ცენტრში, ასევე პეტერბურგის კინოთეატრ Родина-ში.

„გოგიტა. ახალი ცხოვრება“ — ისტორიაა მამაკაცზე სახელად გოგიტა, რომელმაც 14-წლიანი პატიმრობა მოიხადა და ახალ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მას საკმაოდ ჩვეულებრივი სურვილები აქვს: ჰქონდეს საკუთარი სახლი და ჰყავდეს კარგი ცოლი.

© Courtesy of Levan Koguashviliკადრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმიდან „გოგიტა. ახალი ცხოვრება“
Кадр из фильма режиссера Левана Когуашвили Гогита. Новая жизнь - Sputnik საქართველო
კადრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმიდან „გოგიტა. ახალი ცხოვრება“

კრიმინალური წარსულის მქონე ჩვეულებრივი ფერმერი ცხოვრობს დედასთან ერთად, ითვისებს ინტერნეტს და ცხოვრების მთავარ სიყვარულთან შესახვედრად ემზადება. მაგრამ ამ სიყვარულის მოსაპოვებელი გზა ერთდროულად სევდიანი და კომიკურიც აღმოჩნდება.

კინოფილმი საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ხორვატიისა და გერმანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. ფილმის წარმოებაზე მუშაობდა კომპანია Kino Iberica, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, კინოკომპანიები Москвич, Mitteldeutscher Rundfunk (MDR), Tato Film, Embrio Production და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ფილმში საკუთარ თავს თამაშობენ გოგიტა ჩიტიშვილი, მაკა სანიკიძე, ნუნუ ჩიტიშვილი, გელა ჩიტიშვილი, ნონა გურგენიძე და გულიკო სადრაძე.

ფილმის პრემიერა ამსტერდამში დოკუმენტური კინოს ფესტივალზე (IDFA) 2016 წელს შედგა.

„გოგიტა. ახალი ცხოვრება“ — ლევან კოღუაშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია. ამ ჟანრში მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „ქალები საქართველოდან“ ბათუმში მარგარეტ მიდის სახელობის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 2009 წელს იყო ნაჩვენები.

ამჟამად რეჟისორი ნიუ-იორკში მესამე სრულმეტრაჟიან ფილმ „ბრაიტონ 4“-ს იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0