თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს განზრახული აქვს, დაიქირავოს ფსიქოლოგები ამერიკელ სამხედროთა შორის ჯაშუშების ამოსაცნობად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფსიქოლოგებს, რომლებიც სამსახურს 2018 წლის 30 სექტემბრიდან შეუდგებიან, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალურ საგამოძიებო სამმართველოს მიამაგრებენ. მათი მოვალეობა იქნება კრიმინალური სამყაროს, უცხოური სპეცსამსახურებისა და ტერორისტული ორგანიზაციების საფრთხეების გამოვლენა.
გარდა ამისა, ფსიქოლოგები ამერიკელ სამხედროებს დაკითხვის სპეციალურ მეთოდიკასა და აგენტურასთან მუშაობასაც შეასწავლიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, კანდიდატებს მაღალ მოთხოვნებს წაუყენებენ. კერძოდ, მათ დაზვერვაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება და ასევე სპეცსამსახურების თანამშრომლების სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.