თბილისის ცენტრში მანქანის გაჩერების მცდელობა ავარიით დასრულდა — თვითმხილველის კადრები

გამოწერა

მძღოლი შეეცადა, გაეჩერებინა მანქანა გზის პირას მდგომ ავტომობილებს შორის, მაგრამ მცდელობა საბოლოოდ ავარიით დასრულდა. იხილეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეო.

შემთხვევა რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონის ხიდისკენ ჩამავალ დაღმართზე მოხდა. მძღოლი, რომელსაც პარკირება გაუჭირდა, ჯერ ორ იქვე მდგომ ავტომობილს შეეჯახა, მერე კი საწინააღმდეგო ხაზზე გადავიდა და მაღალი სისწრაფით შევარდა ხიდქვეშ. 

ყველა ახალი ამბავი
0